დიდი იქნება ის სარგებელი, რომელსაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით, თავისუფალი ვაჭრობითა და ვიზალიბერალიზაციით მივიღებთ

დიდი იქნება ის სარგებელი, რომელსაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით, თავისუფალი ვაჭრობითა და ვიზალიბერალიზაციით მივიღებთ

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, ევროპის კვირეულთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთს სტუმრობდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სხვადასხვა ტიპის აქტივობით იყო დატვირთული.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გამოსვლისას ყურადღება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ”საქართველო მუდამ ევროპული ოჯახის წევრი იყო, ჩვენ ბევრი საერთო ღირებულება გვაქვს და ჩვენი ისტორიული ადგილი სწორედ ევროპაშია. დიდი იქნება ის სარგებელი, რომელსაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით, თავისუფალი ვაჭრობითა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებით მივიღებთ, ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება კიდევ უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ახალგაზრდების დამოკიდებულებით და მათი ნამუშევრებით. ისინი ძალიან სწორად ხედავენ ჩვენს ევროპულ არჩევანს და მის მართებულობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოება სრულიად მზად არის გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამ მიმართულებით უკვე სერიოზული პროცესებია დაწყებული, ვიზალიბერალიზაციაც ფაქტობრივად დასრულებულია”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.