400 000 რუბლი რუსული მედიისგან და კონცერტი სამშობლოში ჰონორარის გარეშე

400 000 რუბლი რუსული მედიისგან და კონცერტი სამშობლოში ჰონორარის გარეშე

მოსკოვის, ბასმანისა და საველოვსკის პრესსამსახურების ცნობით რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა 400 000 რუბლი დაკარგეს. დაკარგული ფული მომღერალმა ვალერი მელაძემ მიიღო, რადგან სწორედ მან მოიგო პრესის წინააღმდეგ ოთხი სასამართლო სარჩელი. საქმე ეხებოდა ოთხ სამოქალაქო საქმეს, სადაც იმაზე საუბრობდნენ, რომ მომღერალმა ჯგუფი „ვიაგრას“ სოლისტის, ალბინა ჯანაბაევას გამო მეუღლე მიატოვა. მოსარჩელე საინფორმაციო საშუალებებში ნებართვის გარეშე გამოქვეყნებული ორი ფოტოს გამო ფულად კომპენსაციას ითხოვდა.

სასამართლო განხილვების მიზეზი ჟურნალის სტატიები იყო სათაურებით - „ვალერი მელაძე -  უიღბლობას ბოლო არ უჩანს, ჯერ სიყვარული დაკარგა, შემდეგ კი ჯანმრთელობა, ახლა - ფული!“, „ვალერი მელაძე სასიყვარულო სამკუთხედში გაება და სმა დაიწყო“, „ყველა თავისი ქალი არაყზე გაცვალა“ და ა.შ.

რაც შეეხება, თბილისში  7 აპრილს დაგეგმილ კონცერტს, მომღერალი ჰონორარს  არ იღებს, კონცერტიდან შემოსული მთლიანი თანხა აუტიზმით და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადაერიცხებათ.

ვალერი მელაძე, სამშობლოში უკვე ოცი წელია არ ყოფილა, შესაბამისად დაგეგმილი აქვს დაათვალიეროს დედაქალაქი, გარდა ამისა ის შეხვდება უწმინდესსაც. იგეგმება სხვადასხვა სახის მიღებები.

 მომღერლის საკონცერტო პროგრამა ძმის, კონსტანტინე მელაძის სიმღერებითაა შედგენილი.