- გაგიწმინდოთ ფეხსაცმელები?
- გმადლობთ, - უპასუხა პადერევსკიმ, - არ არის საჭირო. მაგრამ შენ თუ ხელ-პირს დაიბან, მაშინ მიიღებ ჩემგან ოც ფრანკს.
ბიჭუნამ სწრაფად მიირბინა წყალთან და რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა უკან, შედარებით გასუფთავებული.
- აი, შენი ოცი ფრანკი, - უთხრა პადერევსკიმ და ფული გაუწოდა.
ბიჭუნამ შეხედა პიანისტს, ამოიოხრა და უკან დაუბრუნა ფული.
- არა, უკეთესია დალაქისათვის შემოინახეთ, რომელიც თქვენ გრძელ თმებს შეგჭრით.