ერთმა მილიონერმა შალიაპინს სთხოვა საღამო-წვეულებაზე გამოსვლა, თან ჰონორარზეც ჩამოუგდო ლაპარაკი. - ათასი დოლარი, - განაცხადა მომღერალმა. - კარგით, თქვენ მიიღებთ ათას დოლარს იმ პირობით, თუ შეასრულებთ სიმღერებს და არ დარჩებით სტუმრებს შორის. - თავიდანვე გეთქვათ, - ჩაიცინა შალიაპინმა, - თუ არა ვარ საჭირო, რომ ვიყო თქვენს სტუმრებს შორის, მაშინ ხუთას დოლარადაც ვიმღერებ. |