19 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მერაბ სეფაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. ვარსკვლავის გახსნამდე მომღერალი სოლო კონცერტს ფილარმონიაში, 20:00 საათზე გამართავს. შესრულდება მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ძველი და უახლესი ნამუშევრები, სულ 20 სიმღერა. მათგან ხუთი ახალი, რომლის პრემიერისთვის მომღერალი 4 თვის განმავლობაში ემზადებოდა.
საღამო კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება.