აშშ-ში ჯორჯ ჰარისონის უცნობ კომპოზიციებს გამოსცემენ

აშშ-ში ჯორჯ ჰარისონის უცნობ კომპოზიციებს გამოსცემენ

გამოცემა “Ultimate Classic Rock”-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ მაისს, აშშ-ში გაყიდვაში ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ჯორჯ ჰარისონის დღემდე უცნობი კომპოზიციების ალბომი გამოჩნდება.

ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Early Takes Vol. 1” და მასში ათი კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ეს სიმღერები კინორეჟისორ მარტინ სკორსეზეს დოკუმენტურ სურათში “Living In The Material World” აჟღერდა. ამ ფილმის პრემიერა გასული წლის ოქტომბერში გაიმართა.

ახალი ალბომი ვინილისა და CD ფორმატით გამოიცემა.

ცნობილია რომ დისკზე განთავსდება ჯორჯ ჰარისონისა და ბობ დილანის კომპოზიციის “I’d Have You Anytime”-ს ადრეული ვერსია. ამის გარდა ალბომში შევა ჯორჯ ჰარისონის ცნობილი სიმღერების თავდაპირველი ვარიანტებიც.