“Wet Wet Wet” კონცერტისათვის ემზადება

“Wet Wet Wet” კონცერტისათვის ემზადება

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, წინა საუკუნის 80-იანი წლების პოპულარული შოტლანდიური ჯგუფი “Wet Wet Wet”-ის წევრები მიმდინარე წლის 20 ივლისს საიუბილეო კონცერტს ჩაატარებენ.

წელს ჯგუფის დაარსებიდან 30 წელი სრულდება. საიუბილეო კონცერტი ქალაქ გლაზგოში გაიმართება. ეს ღონისძიება ჯგუფისათვის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველი აღმოჩნდება.

შოტლანდიური ჯგუფი “Wet Wet Wet” 1982 წელს დაარსდა. საქვეყნო აღიარებას 1994 წელს მიაღწია, როდესაც სინგლმა “Love Is All Around” დიდ ბრიტანეთში პოპულარობის ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. ეს მუსიკალური კომპოზიცია 16 კვირის განმავლობაში ადგილობრივ ჰიტ-პარადებს სათავეში ედგა.

2000 წელს ჯგუფი დროებით დაიშალა. ამისი მიზეზი ვოკალისტი მარტი პელოუს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები აღმოჩნდა.

2007 წელს “Wet Wet Wet”-მა დუმილი დაარღვია და ალბომი “Timeless” გამოსცა. ეს სტუდიური ჩანაწერი ორი თვის განმავლობაში ბრიტანული მუსიკალური ალბომების რეიტინგის პირველ საფეხურზე მოექცა.

2008 წელს მუსიკოსებმა კიდევ ერთი ანტრაქტი აიღეს, რადგან მთავარი აქცენტი სოლო კარიერის გაკეთებაზე აიღეს.