ცნობილი იყო რომ ამ მუსიკალური ფესტივალის მთავარი მონაწილეები ბრაიან მეი, როჯერ ტეილორი და ახალგაზრდა ამერიკელი მომღერალი ადამ ლამბერტი უნდა ყოფილიყვნენ. ლამბერტი ჯგუფის წევრებს სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის უნდა შეერთებოდა. ფესტივალის ჩაშლის შემდეგ “Queen”-ის სამომავლო გეგმები შეიცვალა.
უახლოეს დღეებში ჯგუფის წევრები პრეს-კონფერენციას მოიწვევენ და მიმდინარე წელს გასამართი კონცერტების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.
“Sonisphere Festival”-ზე “Queen”-ის გარდა შემდეგი მუსიკოს-შემსრულებლები და ჯგუფები უნდა გამოსულიყვნენ: “Kiss”, “Faith No More”, “Refused”, მერილინ მენსონი, “Evanescence”, “The Darkness”, “The Blackout” და “Skindred”.