ამერიკელი მსახიობი ედი მერფი სიკველში „ტყუპები“ (1988წ) მესამე ძმის როლს შეასრულებს. ფილმის გადაღებას კინოსტუდია Universal-ი და Montecito Picture-ი ერთობლივად გეგმავს.
ფილმში სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ შეიძლება ამ ფილმს „ტყუპების“ მეორე ნაწილიც ეწოდოს. თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ „ტყუპებში“ ისევ მსოფლიო ვარსკვლავები დენი დევიტო და არნოლდ შვარცენეგერი ითამაშებდნენ. მალე ეს იდეა ახლით შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ მსახიობიობებს მესამე, დაკარგული ტყუპისცალი უბრუნდებათ. სწორედ ეს მესამე ტყუპისცალია ედი მერფი.
კომედია „ტყუპები“ მოგვითხრობს, ორი მხიარული ძმის ვინსენტისა და ჯულიუსის თავგადასავლებს, რომლებიც ტყუპები არიან მაგრამ საერთოდ არ გვანან ერთმანეთს. ისინი ბავშვობაში დააშორეს ერთმანეთს და დიდი ხნის შემდეგ, კვლავ შეხვედრისას დედის საძებნელად მიდიან, რადგან მხოლოდ მან იცის მათი დაბადების საიდუმლო.
ფილმის რეჟისორის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ძველი „ტყუპების“რეჟისორი, ივან რაიტმანი იყო, თუმცა ის ამჯერად ფილმის პროდიურსერი იქნება.