ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, ელტონ ჯონი უკვე მეორე შვილის მამა ხდება.
როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, პროცესი უკვე მიმდინარეობს. დევიდი და ელტონი არასდროს მალავდნენ, რომ დიდ ოჯახზე ოცნებობდნენ. როგორც ჩანს, ახლა ამის დრო დადგა, ასე რომ მალე ამ ოჯახს მეოთხე წევრი შეემატება. ელტონი და დევიდი ძალიან ნერვიულობენ და მოუთმენლად ელიან ახალ პასუხისმგებლობებს.
სერ ელტონ ჯონი და მისი პარტნიორი პირველად მშობლები 2010 წლის 25 დეკემბერს გახდნენ. ზუსტად ამ დღეს სუროგატი დედის დახმარებით, ქვეყნიერებას მოევლინა მათი პირველი ბიჭი. ორი წლის შემდეგ წყვილს კიდევ ერთი შვილის ყოლის სურვილი გაუჩნდათ.
აღსანიშნავია, რომ „მშობლებმა“ აქამდე არ იციან, რომელი გახდა მათ შორის, ბავშვის ბიოლოგიური მამა.