ფლორენს უელში საუკეთესოა

ფლორენს უელში საუკეთესოა

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, რადიოსადგურმა “XFM” საკუთარ მსმენელებს შორის ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა და მსოფლიო როკის ისტორიაში საუკეთესო მუსიკოს-შემსრულებელი ქალის ვინაობა დაასახელა.

ბრიტანელი მელომანების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ეს პატივი ჯგუფი “Florence + The Machine”-ს ლიდერს ფლორენს უელშს ერგო. ამ ქალბატონმა პირველობა დიდი უპირატესობით მოიპობა.

მეორე ადგილი ჯგუფი “The Kills”-ის ვოკალისტმა ელისონ მოსჰარტმა დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი “Skunk Anansie”-ს წევრი სკინი აღმოჩნდა.

XFM-ის ვერსიით ქალ როკ-შემსრულებელთა საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

1.         ფლორენს უელში (Florence + The Machine)

2.         ელისონ მოსჰარტი (The Skills)

3.         სკინი (Skunk Anansie)

4.         კარენ ო (Yeah Yeah Yeahs)

5.         დები ჰარი (Blondie)

6.         Siouxsie Sioux (Siouxsie & The Banshees)

7.         პი-ჯეი ჰარვი

8.         ჰეილი უილიამსი (Paramore)

9.         ემი ვაინჰაუსი

10.       კორტნი ლავი