მალე დიდ ეკრანზე დოლჩესა და გაბანას დუეტს ვიხილავთ. ცნობილი იტალიელი დიზაინერები ვუდი ალენის ფილმში „სიყვარულით რომი“- ეპიზოდურ როლებში გადაიღეს.
როგორც ცნობილია, ალენის ახალი ფილმი სამი ნაწილისგან შედგება და ბოლო ნაწილში თავად რეჟისორიც თამაშობს. ფილმში ვუდისთან ერთად მის საყვარელ სამსახიობო გუნდსაც ვიხილავთ: პენელოპა კრუსი, ელენ პეიჯი, ჯესი აიზენბერგი და ოსკაროსანი მსახიობი რობერტო ბენინი. როგორც ჩანს, ფილმის გმირები განსაკუთრებულ მოდურ სამოსში იქნებიან. პენელოპა კრუსი, ფილმში დოლჩე&გაბანას ახალ 2012 წლის ზაფხულის კოლექციას ოფიციალურად წარადგენს.
ფილმის პრემიერა 13 აპრილსაა დაგეგმილი და სავარაუდოდ კინოსეანსთან ერთად კინოთეატრებს მოდის დიდი ზეიმიც ელით.