ბოლო დროს, ჰოლივუდში ცნობილ ადამიანებზე ავტობიოგრაფიული ფილმების გადაღება დაიწყეს. ეს ერთგვარ ტენდენციად იქცა, ბევრმა რეჟისორმა და მსახიობმა სცადა ბედი ლეგენდარული ადამიანების „გაცოცხლებაში.“ ამჯერად, ამ საქმეს ცნობილი რეჟისორი, ოსკაროსანი „შავი გედის“ ავტორი, დარენ არონოფსკი შეეჭიდა.
რეჟისორმა გადაწყვიტა გადაიღოს ჯერალდ კლარკის წიგნის „გახდე ბედნიერი: ჯუდი გარლენდის ცხოვრების“ ეკრანიზაცია, რომელიც მოგვითხრობს ლეგენდარული კინოვარსკვლავის ჯუდი გარლენდის ცხოვრებასა და მოღვაწობაზე, რომელიც სავსე იყო მრავალრიცხოვანი პრობლემებით, ლოთობისა და ნარკოტიკებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებითა და სასიყვარულო უიღბლობით.
ჯუდი გარლენდი ცნობილი, ვიქტორ ფლემინგის ფილმით,- „ოზის ქვეყნის ჯადოქარი“ გახდა. ამ ფილმმა მსახიობს პირველი „ოსკარი“ მოუტანა. „ოსკარს“ არაერთი ჯილდო მოჰყვა. მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა კინო და მუსიკალური კარიერის მანძილზე, ჯუდიმ „ოსკართან“ ერთად მიიღო „ოქროს გლობუსი,“ „გრემი“ და სხვა.
მსახიობი ახალგაზრდა, 47 წლის ასაკში ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების გამო დაიღუპა. ის, 1969 წლის 22 ივნისს, ლონდონში საკუთარი სახლის აბაზანაში მკვდარი იპოვეს.
ჯუდის ორი წარუმატებილი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს, ლარი ლაფტი და ყველასთვის კარგად ცნობილი ლაიზა მინელი.
როგორც ცნობილი გახდა, ჯუდი გარლენდის როლს დარენ არონოფსკის ფილმში 26 წლის ამერიკელი მსახიობი ენ ჰეტევეი შეასრულებს.