ცნობილი ბრიტანელი კომიკოსი როუენ ატკინსონი, იგივე მისტერ ბინი, ინდონეზიაში ფილმის გადაღებებზე მთავარ გმირად მიიწვიეს. გადაღებები უახლოეს დღეებში დაიწყება.
ფილმის პროდიუსერების თქმით, როუენ ატკენსონს პარტნიორობას ადგილობრივი მომღერალი დეივი პერსიკი გაუწევს.
პროდიუსერები ატკინსონის ჰონორარს კომერციულ საიდუმლოდ ინახავენ და აღნიშნავენ, რომ ბრიტანელ მსახიობს არაფერი განსაკუთრებული მოთხოვნა ფილზე მუშაობისთვის არ ჰქონია.
შეგახსენებთ, მისიტერ ბინმა გასულ წელს, საიდუმლო აგენტი ჯონის როლიც ჩვეული წარმატებით, ოლივერ პარკერის ფილმში „აგენტი ჯონი ინგლისში: გადატვირთვა“ მოირგო.