ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა ტვიტერზე, საკუთარ მიკრობლოგში დაწერა, რომ 30 მარტს ახალი ნამუშევრის „Dance Again“ პრემიერას გეგმავს.
„სიმღერის „DanceAgain“ რელიზი 30 მარტს შედგება, კლიპის პრემიერა კი 5 აპრილს, გადაცემაში „American Idol“. ცნობილია, რომ ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ამერიკელმა რეპერმა Pitbull. შეგახსენებთ, რომ წყვილი მუშაობდა კომპოზიციაზე „On The Floor“, რომელიც 23 ქვეყანაში ლიდერობდა ჩარტებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, კომპოზიცია „Dance Again“ ახალ ალბომში შევა, ჰიტების კრებულში თუ უკანასკნელი ნამუშევრის „Love?“ ახალ გამოცემაში. |