Jazz Do It! და NCA-ის ორგანიზებით, 2012 წლის ზაფხულში, რუსეთში ახალი მუსიკალური ფესტივალი "Zavtra" გაიმართება, რომლესაც ფრანგი მომღერალი Zaz (იზაბელ ჟეფრუა) გახსნის. „ლენტა.რუ“ -ს ინფორმაციით, ფესტივალი 9-10 ივნისს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ღია ცის ქვეშ მოეწყობა.
ორგანიზატორთა თქმით, ფესტივალი საინტერესო იქნება მუსიკის მოყვარულთათვის, რადგან მასში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური და პოპულარული ვარსკვლავები, ყველა ჟანრისა და სტილის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად, ასევე უკრაინელი შემსრულებელი ივან დორნი. ყველა ეს მომღერალი ფესტივალის ორივე დღეს იმღერებს. "Zavtra"-ს მთლიანი პროგრამა 1 მაისს გამოქვეყნდება. |