როგორც ვიცით, ჰოლივუდის მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ ძალები რეჟისურაშიც მოსინჯა, მისი ფილმი „სისხლისა და თაფლის მიწაზე“ ბოსნია-ჰერცოგოვნიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შესახებ მოგვითხრობს, ფილმის მთავარი გმირი საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარი, მუსლიმანი ქალია. კინოკრიტიკოსებმა ფილმი უარყოფითად შეაფასეს და ჯოლის ამ ნამუშევარს „რეჟისორული მარცხი“ უწოდეს. თუმცა, როგორც თავად ანჯელინა ქვემოთმოყვანილ ინტერვიუში ამბობს, მისთვის ყველაზე დიდი რეცენზია, იმ ადამიანების შეფასებაა, რომლებზეც ეს ფილმი გადაიღეს. რეჟისორი აღნიშნავს, რომ ეს თემა მისთვის ძალიან სათუთი იყო და ყველა დეტალი დაწყებული მსახიობების შერჩევით, დიდი მონდომებითა და განსაკუთრებული ძალისხმევით გააკეთა.
–მსახიობები, რომლებიც თქვენს ფილმში მონაწილეობენ ხშირად აღნიშნავენ, რომ გადასაღებ მოედანზეც ძალიან მშვიდი და მგრძნობიარე ადამიანი ხართ, როგორ გამოგდით ჩხუბი აგრესიის გარეშე?
–როდესაც ამ ფილმს შევეჭიდე, ვიცოდი რომ რთული იქნებოდა, მთავარი სიმშვიდე იყო. როცა რამდენიმე ადამიანი ერთობლივ საქმეს აკეთებს, აუცილებელია ერთმანეთს მოვუსმინოთ, რომ კარგად გავიგოთ ვის რა დანიშნულება გვაქს იმ საქმეში რაც აუცილებელია კარგი გამოვიდეს. ჩემთვის მნიშნელოვანი მხოლოდ ნიჭიერი და პროფესიონალი მსახიობების მოძებნა კი არ იყო, მე ვეძებდი, სუფთა პატიოსან ხალხს,მთავარი კრიტერიუმი ეს იყო, ყველას შეეძლო ბედი ეცადა, გამოცდილების მიუხედავად. გამიმართლა და ძალიან კარგი ოჯახი შეიკრიბა, ჩვენ ყველა ერთი მიზნისთვის ვიყავით მოტივირებულები და ამიტომაც ვმუშაობდით ჰარმონიულად.
-თქვენ და ბრედი ამ პროექტში ჩართულები, როგორც მატერიალურად ასევე ემოციურადაც იყავით
-კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა, უცებ აღმოვჩნდი, რეჟისორის სავარძელში. მახსოვს ვეძებდით ვინმეს, ვინც გააკეთებდა ამ საქმეს, ვხვდებოდი, რომ მე ტექნიკურად საერთოდ არ ვიყავი მზად ამ როლისთვის. გადამწყვეტი მომენტი ის აღმოჩნდა, რომ ეს თემაა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სათუთი, გავრისკე და დღემდე თვითონაც მიკვირს, ჩემთვისაც უცნაურია, რომ ფილმის რეჟისორი მე აღმოვჩნდი.
– გული გწყდებათ, რომ ამ ფილმის ნახვა თქვენს შვილებს არ შეუძლიათ?
-არ ვიცი, ისინი აუცილებლად ნახავენ ამ ფილმს, მოგვიანებით, ახლა ძალიან პატარები არიან ამისთვის. ჩემი შვილები დაიბადნენ ისეთ ქვეყნებში, სადაც ომი და აგრესია ისედაც იყო. კამბოჯაში, სახლი სადაც ჩემი ბიჭი გაიზარდა ბუნკერი იყო. მათ კარგად იციან, ინფორმირებულები არიან ჩემს ვიზიტებზე, როგორც გაეროს მშვიდობიანი ელჩისა. ვფიქრობ, მათ ძალიან ადრეულ ასაკში მოუწიათ ამ ყველაფრის აღქმა.
– თქვენ მათთან ერთად განიხილავთ რა ხდება მსოფლიოში, სიტყვაზე, მათთან ომზე საუბრობთ?
– კი,რა თქმა უნდა, თითქმის ყოველთვის.
-ფილმის გამოსვლამდე პრესაში, მასზე „ჭრელი“ ინფორმაციები ვრცელდებოდა, გამოსვლის მერეც არ მოჰყოლია სახარბიელო რეაქცია, როგორ მოქმედებს თქვენზე ეს შეფასებები?
-მე მესმის ადამიანების რეგიონებიდან, სადაც ცოტა ხნის წინ დასრულდა ძალადობა და ომი. ამ ცივ მოგონებებზე ხალხი ყოველთვის მტკივნეულად რეაგირებს. ეს მეც ძალიან მტკივა, მაგრამ ჩვენ არ გვინდოდა ვინმესთვის ტკივილი მიგვეყენებინა. ის ხალხი, ვისზეც ეს ფილმი გადავიღეთ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საფრთხილო იყო. არც შეიძლებოდა ისინი ჩვენი წინააღმდეგები ყოფილიყვნენ და ცუდი შეფასებები გაეკეთებინათ ფილმისთვის. მე ახლაც მიჭირს სიტყვებით გადმოვცე თუ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ფილმის პირველი ჩვენება, რომელიც ბოსნიელი ქალებისთვის იყო განკუთვნილი, გულისფანცქალით ველოდებოდი მათ შეფასებას, დამერწმუნეთ ამაზე მნიშვნელოვანი რეცენზია არ არსებობს.
-გიფიქრიათ ოდესმე, თავი ამ ქალების ადგილზე წარმოგედგინათ, როგორ მოიქცეოდით მაშინ?
–მე უკვე ვიყავი, სხვადასხვა, ქვეყანებში დაძაბულ სიტუაციებში. რა თქმა უნდა ამას ვერ შევადარებ იმ სიტუაციას რაც იმ ქალებმა გადაიტანეს, მაგრამ მსუბუქი დაჟეჟილობები და ემოციური შოკი მეც გადამიტანია. არ ვიცი, ვერ გეტყვით როგორ მოვიქცეოდი მათ ადგილზე, თუ ჩემი ოჯახი იქნებოდა მსგავს საფრთხეში და მე და ბრედი აღმოვჩნდებოდით კონფლიქტის სხვადასხვა მხარეში.
–გაეროს ფარგლებში გამართული ვიზიტების დროს თქვენს სიცოცხლეს საფრთხე შექმნია?
–ერთხელ სიერა-ლეონეში ვმყოფებოდით ომის ცხელ წერტილში, როდესაც ქუჩაში საშინელება ხდებოდა. ყოველ დღე ვხედავდი, მკვლელობებს, ადამიანის სხეულის ნაწილები ეყარა ქუჩებში. ღამე მოხალისე დაჯგუფებები გვეხმარებოდნენ დაზარალებული ქალებისა და ბავშვების ბანაკში გადაყვანაში. ჩვენ დავინახეთ, როგორ შემოგვარტყეს წრე კბილებამდე შეიარაღებულმა ადამიანებმა. ჩუმად ვიჯექი სიბნელეში და ვერ ვხვდებოდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო: გადმოგვიყვანდნენ მანქანიდან? პასპორტებს ჩამოგვართვედნენ, მოგვცემდენ თუ არა უფლებას ცხელ წერტილს გავცლოდით. ეს იყო ყველაზე საშინელი მომენტი, აუცილებლად უნდა წავსულიყავით წინ, მაგრამ გაჭედილები ვიყავით, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. სრულიად უიმედოდ ვიყავით, მაშინ წერილიც მივწერე ბრედს, მადლობა ღმერთს ვერ გავაგზავნე, რადგან არ მინდოდა ენერვიულა. როგორც ხედავთ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ბრედს ეს ამბავი არც გაუგია. იმედია, ამ ინტერვიუსაც არ ნახავს. (იცინის)
-როგორ ფიქრობთ, გამოგივიდათ ჩანაფიქრი, რაც ამ ფილმის გადაღებამდე გქონდათ, თუ კიდევ დაამატებდით რამეს?
-ფილმი ზუსტად ისე გადავიღე, როგორც ჩაფიქრებული და დაგეგმილი მქონდა. ძნელი სათქმელია, რამდენად მომეწონა გადაღება, მე ამ საქმეს იმიტომ მოვკიდე ხელი, რომ თავად თემა მაინტერესებდა. თუ ჩამივარდება ისტორია, რომელსაც ჩემთვის ასეთივე მნიშვნელობა ექნება და ისევე იმოქმედებს, როგორც ამ ისტორიამ იმოქმედა, შესაძლებელია სხვა პროექტიც გავაკეთო. ჩემი მიზანი, კი ნამდვილად არ არის რეჟისორობა. მე უბრალოდ, მინდა რომ ეს ისტორიები მაყურებლებმა იცოდეს.
თარგმნა სალომე სორდიამ