ტონი აიომი მძიმე სენს ებრძვის

ტონი აიომი მძიმე სენს ებრძვის

გასული წლის დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ჯგუფი “Black Sabbath”-ის გიტარისტს ტონი აიომის ონკოლოგიური დაავადება – ლიმფომა აღმოაჩნდა. ამ დღეებში მუსიკოსი ქალაქ ლონდონში იმყოფება და მკურნალობის გაძლიერებულ კურსს გადის.

მიმდინარე წელს გაერთიანებული “Black Sabbath”-ის წევრებს ახალი ალბომის ჩაწერა და მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გამგზავრება ჰქონდათ დაგეგმილი. აიომის მოულოდნელმა ავადმყოფობამ ჯგუფის მიზნები გარკვეულწილად შეცვალა.

გუშინ ტონი აიომი ბრიტანელ ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა რომ მისი მკურნალობა ჩინებულად მიმდინარეობს და ამჟამად თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. ტონიმ ჯგუფის რამდენიმე ახალი კომპოზიციის ჩაწერაშიც კი მიიღო მონაწილეობა.

ცნობილი გახდა რომ ევროპის კონტინენტზე ოზი ოსბორნი და მისი კოლეგები მხოლოდ ერთ კონცერტს ჩაატარებენ. მუსიკოსების ცოცხალი გამოსვლის ხილვა 10 ივნისს, ბრიტანეთში დაგეგმილ “Download Festival”-ზე შეგეძლებათ.

დანარჩენ ღონისძიებებზე ოსბორნის მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფი “Ozzy & Friends” მიიღებს მონაწილეობას. მის რიგებში ოზის გარდა ბას-გიტარისტი ჰიზერ ბატლერი, ოსბორნის ჯგუფის წევრი ზაკ უაილდი და სხვა მოწვეული მუსიკოსები იქნებიან.