ლონდონში ჯეიმს კამერონის ყველასთვის ნაცნობი „ტიტანიკის“ 3D ვერსიის პრემიერა გაიმართა. წითელ ხალიჩაზე მთავარი როლის შემსრულებელ ქალბატონს, ქეით უინსლეტს გვერდი ფილმის რეჟისორმა, ჯეიმს კამერონმა დაუმშვენა. ლეონარდო დი კაპრიო პრემიერას, სამწუხაროდ, იმის გამო ვერ დაესწრო, რომ ძალიან ბევრი ახალი პროექტითაა დაკავებული.
ფილმის რეჟისორმა აღნიშნა, რომ „ტიტანიკი“ ეს არის ისტორია, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, –„სწორედ ამიტომ შევქმენი „ტიტანიკი“, აღფრთოვანებული ვიყავი იმ ხალხის, ისტორიით, რომლებიც ამ ტრაგედას გმირულად შეეწირნენ. ეს ფილმი ყველას ახსენებს ამ გმირობას, რათა დავიწყებას არ მიეცეს ეს მძიმე გაკვეთილი.“