ჯგუფი “The Beatles”-ის დაშლის შემდეგ, პოლ მაკარტნისათვის ეს დისკი დამოუკიდებლად ჩაწერილი რიგით მეორე ნამუშევარია. საინტერესოა რომ ამ ალბომის მომზადებაში მუსიკოსის მეუღლე ლინდა მაკარტნიც აქტიურად მონაწილეობდა.
დიდ ბრიტანეთში ალბომი “Ram” ორ ვერსიად გამოიცემა. პირველი ჩვეულებრივი CD დისკის სახით იქნება წარმოდგენილი, მეორე კი ე.წ. “Deluxe”-ს წარმოადგენს. მასში გაერთიანებული იქნება 112 გვერდიანი კრებული, ფოტოსურათების ალბომი, ოთხი CD დისკი და სპეციალური DVD, რომელზეც განთავსდება სურათი “Ramming”. ამ დოკუმენტურ ფილმში ასახულია მუსიკალურ ალბომზე მუშაობის პროცესი.
ცნობილი გახდა, რომ ამ დისკისათვის მასალის მომზადება მაკარტნიმ შოტლანდიაში მდებარე საკუთარ ფერმაში დაიწყო, უშუალოდ ჩაწერა კი ნიუ-იორკში მდებარე სტუდიაში განხორციელდა.