ავღანეთის პროვინცია ყანდაღარში ნატო-ს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ერთი დაშავდა. დაღუპულები რუმინეთის მოქალაქეები იყვნენ.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანური არმიის უნიფორმაში გადაცმულმა ორმა შეიარაღებულმა პირმა ნატო-ს მოსამსახურეების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სამხედროებმა მათი ლიკვიდაცია საპასუხო ცეცხლით მოახდინეს.
ავღანეთში, ნატო-ს კონტინგენტში რუმინეთის არმიის 600 სამხედრო მსახურობს. ნატო-ს სარდლობის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დაიკითხა ავღანელი სამართალდამცველი.