”გია გალსკის” უახლოეს მომავალში რუსეთიდან გააძევებენ

”გია გალსკის” უახლოეს მომავალში რუსეთიდან გააძევებენ

მოსკოვში დაკავებულ კრიმინალურ ავტორიტეტს გიორგი ზარანდიას, მეტსახელად ”გია გალსკის” უახლოეს მომავალში რუსეთიდან გააძევებენ. ამის შესახებ რუსული მედია მოსკოვის რაიონულ სასამართლოზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ხოროშევის რაიონულმა სასამართლომ ზარანდია ადმინისტრაციულ კანონდარღვევაში დამნაშავედ ცნო. „მიღებულია მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების გადაწყვეტილება ჯარიმის სახით, ასევე ქვეყნიდან გაძევება“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

რუსული პრესის ცნობით, 2014 წელს გიორგი ზარანდია ანალიოგიური ბრალდებით რუსეთიდან გააძევეს. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, გიორგი ზარანდია ე.წ. კანონიერ ქურდად 2011 წლის ზაფხულში, რუსეთის კალუჟის ოლქში, ე.წ. კანონიერმა ქურდებმა, ძმებმა გელა და გიზო ქარდავებმა, ვლადიმერ ჟურნაკოვსკიმ, მერაბ მზარელუამ და როლანდ გეგეჭკორმა მონათლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქში „გია გალსკი“ აკონტროლებდა კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებიც ბინების ძარცვით არიან დაკავებული.