უახლოეს მომავალში 63 წლის მომღერალი ახალი სტუდიური ალბომის გამოშვებას აპირებს. ამ დისკზე მუშაობის პროცესში მას ბრიტანული ფოლკ ჯგუფი “The Wedding Band” დაეხმარა. ამ ნაშრომის პროდიუსერები უორენ ფეიჰი და მარიუს დე ვრისი იქნებიან. ჯერჯერობით უცნობია ჩანაწერის სახელწოდება და მისი გამოშვების თარიღი.
ოლივია ნიუტონ-ჯონის სახელი წინა საუკუნის 70-იან წლებში გახდა ცნობილი. ეს ქალბატონი წარმოშობით ავსტრალიიდან ბრძანდება. მუსიკალური კარიერის განმავლობაში 30 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი.
მომღერალი ჩინებული მსახიობიც გახლავთ. თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი და ჯონ ტრავოლტას დუეტი სურათში "Crease”. ოლივია ნიუტონ-ჯონი ცნობილი ჯუფი “ELO”-ს წევრებთან ერთად თამაშობდა კინოსურათშიც “Xanadu”.