"სააკაშვილის დროს რომ ვაპროტესტებდი, მაშინ არავის დავუკავებივარ"

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. დანარჩენი 3 დაკავებულის სასამართლო პროცესი გრძელდება.

"ეტყობა, ივანიშვილს 250 ლარი დააკლდა და მე მახდევინებენ. სააკაშვილის დროს რაღაცეებს რომ ვაპროტესტებდი, მაშინ არავის დავუკავებივარ და ახლა, ეტყობა, უკვე გასაოცარი დემოკრატია გვაქვს,"- განაცხადა ელისაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

შეგახსენებთ, კოჯრის ახალი გზატკეცილის მე-4 ნომერთან, "პარტიზანი მებაღეების" მიერ გამართულ აქციაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ელისაშვილი სამ პირთან ერთად დააკავეს.