„პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები უკვე სასამართლოში გადაიყვანეს

„პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები უკვე სასამართლოში გადაიყვანეს

„პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები პოლიციამ უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანა.

დაკავებულები სასამართლო პროცესის გამართვას ელოდებიან. როგორც ერთ-ერთმა დაკავებულმა, საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ისინი ნამდვილად ცდილობდნენ ტერიტორიაზე შესვლას და პოლიციასთან ნამდვილად მოხდა შეხლა-შემოხლა. ელისაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ეს არის ბრძოლის ნაწილი, რომელიც უკვე დაწყებულია.

”მოხდა ის, რომ ერთი კაცი დააჯდა ამ ქვეყანას თავზე და უნდა რომ ყველაფერი თავისთვის შემოიღობოს. ხალხის საკუთრება იყო მუნიციპალური მიწა, თითოეული ჩვენგანის კუთვნილი რეკრეაციული ზონა და შემოიღობა თავისთვის, მაგრამ მე შემიძლია პირობა დავდო, რომ ყველაფერს გავაკეთებ, იმისათვის, რომ ამ კაცმა შეიგნოს, რომ ქალაქს ასე არ უნდა მოექცე და მეორე, რომ დააბრუნოს ტერიტორია. პირობას ვდებ, რომ მას მოუწევს ამ ტერიტორიის დაბრუნება და ხალხისთვის ბოდიშის მოხდა. რამდენჯერაც არ უნდა დამაკავონ და გამომიშვან, ან დამაკავონ და აღარ გამომიშვან, ამას ნამდვილად მივაღწევ”, - განაცხადა ელისაშვილმა.