მიხეილ გიორგაძე სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართავს

მიხეილ გიორგაძე სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართავს

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდებს, შეისწავლონ ყველა ის საკითხი, რაც ბოლო პერიოდში თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით მის მიმართ ”მითქმა-მოთქმის საგანი გახდა”. 

კულტურის სამინისტროში დღეს მიხეილ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა,სადაც ”მისი და მისი გუნდის მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის შესახებ” ისაუბრა. 

მინისტრის თქმით, მის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ ყველა ზღვარს გადააჭარბა და შეურაცხმყოფელი ხასიათი მიიღო.

„არაერთხელ ყველა შეკითხვაზე ყველანაირ ფორმატში მე ამომწურავი პასუხი მაქვს გაცემული. მიუხედავად ამისა, ამ საკითხებთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა გრძელდება. იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ყველა ამ საკითხს, მე მინდა მოვუწოდო სახელმწიფო სტრუქტურებს შეისწავლონ ყველა ეს საკითხი და წერტილი დაესვას ამ თემას“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.