ხვალ პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება

ხვალ პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება

კვირაცხოვლობას, ხვალ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან "ძლევაი" აცნობეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 43-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და სააღდგომო ეპისტოლე გადაეცემათ. 

ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 27 310 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 22-ე ნათლობა სამების ტაძარში ნათლისღების დღესასწაულზე შედგა. 

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.