აქციაზე რამდენიმე პირი, მათ შორის ალეკო ელისაშვილი დააკავეს

აქციაზე რამდენიმე პირი, მათ შორის ალეკო ელისაშვილი დააკავეს

აქციაზე, რომელზეც „პანორამა თბილისის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის დამოუკუდებული დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დააკავეს.

აქციის მონაწილეები ცდილობდნენ იმ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, სადაც პროექტ ”პანორამა თბილისის” მშენებლობა მიმდინარეობს. ამის უფლებას მათ სამართალდამცველები არ აძლევდნენ.

აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და პოლიციის კორდონს მიაწვნენ. სწორედ ამ მომენტში სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს გზა გადაუღობეს და არ აძლევდნენ საშუალებას, რომ აქციის დაკავებული მონაწილეები სამართალდამცველებს წაეყვანათ.

ამ დროისთვის კოჯრის გზატკეცილზე, „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია გრძელდება.