ლევან როსტოშვილის და ლაშა კურტანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ლევან როსტოშვილის და ლაშა კურტანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ყოფილი ტელეწამყვანის ლევან როსტოშვილის და მსახიობ ლაშა კურტანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სპორტსმენი და ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.