იაპონიის სანაპიროებთან 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. „ბიბისის“ ცნობით, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კიუსიუს კუნძულთან წყალში 43,8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.