ერაყელი ქურთები დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ

ერაყელი ქურთები დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ

ერაყელი ქურთები დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ. ამის შესახებ The Washington Post-ის ცნობით, ერაყის ქურთისტანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა მარსურ ბარზანიმ განაცხადა. 
მისი თქმით, ერაყის ქურთისტანი „წარუმატებელი ექსპერიმენტია“. მისივე თქმით, ერაყი არშემდგარი სახელმწიფოა და მას ერაყის ქურთისტანი უნდა გამოეყოს. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა საკუთარი მოქალაქეების დაცვას ვერ ახერხებს. 
ერაყის ქურთისტანი ერაყში მდებარე ქურთებით დასახლებული რეგიონია. მას ფართო ავტონომია აქვს მინიჭებული.