ლონდონს ახალი მერი ჰყავს. პირველად ისტორიაში ქალაქს მუსლიმი მერი ეყოლება. „ბიბისის“ ცნობით, არჩევნების შედეგების თანახმად, ლეიბორისტმა სადიქ ხანმა გაიმარჯვა. მან 1 310 143 ხმა დააგროვა, მისმა კონკურენტმა ზაკ გოლდსმითმა კი 994 614 ხმა.
ხანის გამარჯვებით ლონდონის მერიაში კონსერვატორების რვაწლიანი მმართველობა დასრულდა. შედეგების გამოცხადების შემდეგ, სადიქ ხანმა განაცხადა, რომ მას ამ დრომდე ვერასოდეს წარმოედგინა, რომ ის შესაძლოა, ლონდონის მერი გამხდარიყო. მან პირობა დადო, რომყველა ლონდონელის მერი იქნება.
„ამაყი ვარ, რომ დღეს ლონდონმა აირჩია იმედი და დაძლია შიში“, - აღნიშნა გამარჯვებულმა კანდიდატმა.
სადიქ ხანი ბორის ჯონსონს ჩაანაცვლებს, რომელმაც გამარჯვებულს უკვე მიულოცა და წარმატებები უსურვა.