სამგორისა და გლდანის გამგებლებმა თანამდებობები დატოვეს

სამგორისა და გლდანის გამგებლებმა თანამდებობები დატოვეს

სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა და გლდანის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ თანამდებობები დატოვეს, - ეს ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიაში დაუდასტურეს. 

როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, თანამდებობიდან გადადგომა საკადრო გადაადგილებას უკავშირდება. მერიის ინფორმაციით, თუ სად გააგრძელებენ მუშაობას ჩოქური და ქარცივაძე, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.