რუსეთი საქართველოში დაგეგმილ სამხედრო სწავლებას პროვოკაციად აფასებს

რუსეთი საქართველოში დაგეგმილ სამხედრო სწავლებას პროვოკაციად აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ წვრთნებს ეხმაურება და მას პროვოკაციულს უწოდებს. 

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მოსკოვი პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებს ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებას „Noble Partner 2016“-ს, რომლის მომზადების ფარგლებშიც საქართველოს ამერიკული სამხედრო ტექნიკა მიეწოდება.

„ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის „ათვისებას“ განვიხილავთ, როგორც პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ამერიკავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის შესარყევად. ამას ხელს უწყობს ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების ღია ხელშეწყობა თბილისის რევანშისტული მისწრაფებებისადმი“, - ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში.