თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიპ ერდოღანის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გამო ანკარა საკუთარ ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას არ აპირებს.
„ევროკავშირმა ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა გვთხოვა. ბოდიში, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, თქვენ კი თქვენი“, - განაცხადა ერდოღანმა.
4 მაისს კი, ევროკომისიამ მოუწოდა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს, დააწესონ თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი, თუ ანკარა ივნისის ბოლომდე ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელ 5 პირობას შეასრულებს, მათ შორის შეცვლის ანტიტერორისტულ კანონმდებლობას.