თანაინვესტირების ფონდი მზად არის 574 მლნ დოლარის ღირებულების 8 პროექტი პოტენციურ ინვესტორებს გადასცეს

თანაინვესტირების ფონდი მზად არის 574 მლნ დოლარის ღირებულების 8 პროექტი პოტენციურ ინვესტორებს გადასცეს

პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე, ეს პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულად განხორცილებას შეძლებენ. თაბორის პროექტთან დაკავშრებით,

ისეთი ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც სავალდებულო პირობების ფარგლებში გამოცხადებული, ან უკეთესი იდეის განვითარებას შეძლებს, თანაინვესტირების ფონდი მზად არის, იგივე პირობებით დაუთმოს საჯარო აუქციონით შეძენილი 29 ჰა მიწის ნაკვეთი.

ამასთან, მას საჩუქრად გადასცეს მომიჯნავე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანია ფინსერვისის კუთვნილებაში არსებული 10 ჰა ნაკვეთი, რომელიც თავის დროზეც ინვესტორის მოთხოვნით მშენებლობის უფლების გარეშე იყო შეძენილი მწვანე საფარის დაცვის მიზნით და სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად.

ბიძინა ივანიშვილი ასევე მზად არის განმუხურში, საჯარო, პირობიანი აუქციონით 2 266 500 ლარად შესყიდული 3 ჰა მიწის ნაკვეთი და ორ (2) მილიონ დოლარად შეფასებული სრული არქიტექტურული პროექტი საჩუქრად გადასცეს იმ ინვესტორს, რომელიც არსებული პროექტის განხორციელების ვალდებულებას იკისრებს.

8 მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა არის უპრეცედენტო მოვლენა, რაც არა თუ ერთ ცალკეულ ინვესტორს, არამედ 2012 წლამდე არსებული არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა. განსაკუთრებულია ის სიახლეები და ექსკლუზივები, რომლებიც ამ პროექტებით იქმნება და რომელიც დედაქალაქისა და ქვეყნის ახალი სავიზიტო ბარათები გახდება. სწორედ ასეთი გამორჩეული შეთავაზებები, ახალი სივრცეები შექმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად და ქვეყნის კონკურენტუნარიონაობის გასაზრდელად საერთაშორისო მასშტაბით. წარმოდგენილი, პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებული რვა (8) პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 574 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან,

დღეის მდგომარეობით, პროექტებში უკვე ინვესტირებულია 216 მლნ ლარი. შთამბეჭდავია სხვა სოციალური სიკეთე, რომელიც პროექტების განხოციელების შედეგად იქმნება: მშენებლობების პროცესში ჯამურად დასაქმდება 15 000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2 500 ადამიანი.

პროექტების ჩამონათვალი: 1.სასტუმრო შეკვეთილი ინვესტიციის მოცულობა 75 მლნ აშშ დოლარი პროექტი დასრულდება 2016 წელს 2. I სასტუმრო ერეკლე II- ის მოედანზე ინვესტიციის მოცულობა 9 მლნ აშშ დოლარი პროექტი დასრულდება 2017 წელს 3. II სასტუმრო ერეკლე მეორის მოედანზე ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ პროექტი დასრულდება 2019 წელს 4.სასტუმრო თავისუფლების მოედანი ინვესტიციის მოცულობა 90 მლნ აშშ დოლარი პროექტი დასრულდება 2018 წელს 5.თაბორის პროექტი ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი პროექტი დასრულდება 2018 წელს 6.სასტუმრო განმუხური ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი პროექტი დასრულდება 2018 წელს 7. სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მაგნოლია ინვესტიციის მოცულობა 80 მლნ აშშ დოლარი პროექტი დასრულდება 2019 წელს 8.სასტუმრო სოლოლაკი ინვესტიციის მოცულობა 200 მლნ აშშ დოლარი პროექტი დასრულდება 2019 წელს