გურჯაანის რაიონში სეტყვამ 200 ჰექტარზე მეტი ვენახი დააზიანა

გურჯაანის რაიონში სეტყვამ 200 ჰექტარზე მეტი ვენახი დააზიანა

გურჯაანის მოსახლეობა დღეს დილიდან ზარალს ითვლის.

ადგილობრივები ვენახის გადარჩენას სპეციალური შესაწამლი პრეპარატებით ცდილობენ.

სტიქიის გამო, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა სოფელ ველისციხეს, სადაც ვენახებთან ერთად, ერთწლოვანი კულტურაც დაისეტყვა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზარალის შესწავლა დაიწყო, თუმცა, გაეწევა თუ არა რამე სახის დახმარებას ადგილობრივებს, არ კონკრეტდება.

კომპანია "დელტას" ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გურჯაანში არ გამოყენებულა. მისი ამოქმედება თვის ბოლოდან იგეგმება.