რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, მთიანი ყარაბაღის თემაზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა შეხვედრა იგეგმება.
ამის შესახებ euroline.ge წერს, თუმცა განმარტავს, რომ ზახაროვას კონკრეტულ თარიღებზე არ უსაუბრია.
”მთიანი ყარაბაღის ბედი პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს,” – განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, რუსეთი მზად არის აღნიშნული მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას.