თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გიორგობის დღესასწაული და დამდეგი 9 მაისი მიულოცა.
დეპუტატი და გამგებელი ვეტერანებს 99 წლის რევიაკინა ნატალიას, 92 წლის ივანე გოგილაშვილს, 99 წლის ევგენია კლიმოვას და 92 წლის კამო ელიზბარაშვილს შინ ესტუმრნენ და საჩუქრად საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცეს.
რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ ომის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მისალოცი ბარათებიც გადასცეს და მათ დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.
„სულ ჩუღურეთის რაიონში მეორე მსოფლიო ომის 45-მდე ვეტერანი ცხოვრობს. დღეს ჩვენ რამდენიმე ოჯახი მოვინახულეთ და მათ გიორგობის დღესასწაული და დამდეგი გამარჯვების დღე მივულოცეთ“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.