საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, მთაწმინდის რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა.
მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე, ტაბახმელასა და შინდისში 190 კვიპაროსის ხე დაირგო, კიკეთსა და კოჯორში კი 60 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ, რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მოსახლეობამ და სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
საგაზაფხულო სეზონის დასრულებამდე, მთაწმინდის რაიონში 1 000 წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე დაირგვება.