ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ჯეიმს უორლიკი საქართველოში ურანის გასაღების ფაქტზე განხორციელებულ დაკავებებს გამოეხმაურა. კომენტარი მან აზერბაიჯანულ გამოცემა „ჰაქინს“ მისცა.
„საქართველოში განხორციელებულ დაკავებებზე პრესიდან შევიტყვეთ. ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე პრეზიდენტმა ობამამ და სხვა ქვეყნების ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბირთვული და რადიაქტიური მასალების უსაფრთხოება ბირთვული ტერორიზმის პრევენციის საქმეში მნიშვნელოვანი ელემენტია.
აშშ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან პრევენციის, აღმოჩენისა და საპასუხო ზომების განხორციელების კუთხით, ბირთვული მასალების უკანონო გადაადგილების შემთხვევების დროს“, - განაცხადა ჯეიმს უორლიკმა.