მთავრობის ადმინისტრაციაში, ონლაინსესხების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მექანიზმებზე იმსჯელეს

მთავრობის ადმინისტრაციაში, ონლაინსესხების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მექანიზმებზე იმსჯელეს

მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ტენდენციები, ტურიზმის პოზიტიური დინამიკა და მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეროვნულ ბანკთან ერთად განიხილეს ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.

მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა, არჩილ მესტვირიშვილმა და ოთარ ნადარაიამ ისაუბრეს.

აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში შეინიშნება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ტურიზმის მზარდ დინამიკას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ეკონომიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელა ონლაინსესხების და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მექანიზმის შემუშავებაზე. ამ მიზნით, მთავრობა შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს.