ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა სხვადასხვა ქვეყნებიდან ინფორმაციას ელოდება

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა სხვადასხვა ქვეყნებიდან ინფორმაციას ელოდება

საქმის საჭიროებებიდან გამომდინარე იმ ქვეყნებში სადაც არსებობს ის ინფორმაცია, რომელიც საინტერესოა გამოძიებისათვის, გაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ათეულობით მოთხოვნა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, პროკურატურამ გამოძიებისათვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად უცხოელ კოლეგებსაც მიმართას და ამჟამად მათგან პასუხს ელოდება. 

”საქმის საჭიროებებიდან გამომდინარე, იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ის ინფორმაცია, რომელიც საინტერესოა გამოძიებისათვის, გაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ათეულობით მოთხოვნა. ამ ეტაპზე ნაწილზე პასუხი მიღებულია, ნაწილზე ველოდებით პასუხებს და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

მთავარი პროკურორმა 3 მაისს გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში 20-მდე სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა არის გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, საქმეში არის წინსვლა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.