ევროპულ საბჭოში ბევრი ვაჭარი და ძალიან ცოტა სახელმწიფო მოღვაწეა, - ამის შესახებ რომის შეთანხმების 59 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ევროპარლამენტის სპიკერმა მარტინ შულცმა განაცხადა.
როგორც euroline.ge წერს, ამ განცხადებით შულცი ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც, თავის მხრივ აღნიშნა, რომ “როცა საქმე ეხება გაღებას - ბევრი ნახევარშტატიანი წევრია, ხოლო როცა საქმე ეხება მიღებას - ყველა სრულშტატიანი ხდება”.
”ეს განცხადებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ ლიდერების საყურადღებოდ გაკეთდა, რომელთაც არ სურთ ლტოლვილთა მიღება და კვოტების პროპორციული გადანაწილება”, - წერს euroline.ge.