გვაქვს მოლოდინი, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება

გვაქვს მოლოდინი, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება

გვაქვს მოლოდინი, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.წ. კაბელების საქმეზე მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ შესაბამის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდების მხარემ ყველა საჭირო მტკიცებულება წარადგინა, რომლითაც ბრალდებულების ბრალეულობა მტკიცდება.

”კაბელების პროცესი საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს და ბრალდების მხარემ ამ საქმეზე წარადგინა არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დგინდება კონკრეტული პირების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ეს დადასტურდა არამარტო წინასწარი გამოძიებით, არამედ სასამართლოში ჩატარებული გამოძიებით, კონკრეტულად ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით.

ჩვენი პოზიცია არის მყარი და ერთადერთი მოლოდინი არის გამამტყუნებელი განაჩენი ყველა ბრალდებულის მიმართ,” - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ ”კაბელების საქმეზე” დასკვნითი სხდომა გაიმართება.