სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი: თუ აზერბაიჯანი ახალ ომს დაიწყებს, სომხეთი მთიან ყარაბაღს აღიარებს

სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი: თუ აზერბაიჯანი ახალ ომს დაიწყებს, სომხეთი მთიან ყარაბაღს აღიარებს

თუ აზერბაიჯანი ახალ ომს დაიწყებს, სომხეთი მთიან ყარაბაღს აღიარებს. როგორც სომხური მედია იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა.

„თუ აზერბაიჯანი შეეცდება, მთიანი ყარაბაღის პრობლემა სამხედრო გზით, აგრესიისა და ტერორის გზით მოაგვაროს, თუ აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ ახალი ომის დაწყებას გადაწყვეტს, ბუნებრივია, სომხეთი გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომლის შესახებაც სომხეთის პრეზიდენტი აცხადებდა, მათ შორის მთიან ყარაბაღს აღიარებს“, - განაცხადა შარმაზანოვმა.

მისი ინფორმაციით, სომხეთის პარლამენტის პროფილური კომისია მთიანი ყარაბაღის აღიარების შესახებ კანონპროექტს მიმდინარე თვეს განიხილავს, რის შემდეგაც პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.