დავით ნარმანია ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში მხატვრის საიუბილეო გამოფენის გახსნას დაესწრო

დავით ნარმანია ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში მხატვრის საიუბილეო გამოფენის გახსნას დაესწრო

დავით ნარმანია ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში მხატვრის საიუბილეო გამოფენის გახსნას დაესწრო
გამოფენა ლადო გუდიაშვილის ფონდის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და თბილისის მერიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

თბილისის მერმა გამოფენაზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა.

."2016 წელი ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის ლადო გუდიაშვილის 120-ე საიუბილეო წელია. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ მის ხსოვნას და უდიდეს შემოქმედებას, რომელიც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და არა მხოლოდ, ასევე, მომავალ თაობებს დაუტოვა. 

მხატვრის 120- ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, მოეწყობა ოთხი სეზონური გამოფენა. ხვალიდან დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება საგამოფენო დარბაზს ესტუმროს და ამ ერთ-ერთ გამორჩეულ სივრცეში ექსპოზიცია დაათვალიეროს. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ამ უნიკალური ნამუშევრების ნახვისა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდეთ და თითოეული ჩვენგანი ვიცნობდეთ მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის იმ არაჩვეულებრივ შემოქმედებას, იმ უნიკალურ ნამუშევრებს, რომელიც მხატვრის მიერ სხადასხვა დროს იქნა შესრულებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პირველი საიუბილეო გამოფენა 6 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. გამოფენებზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები.