ამ ალბომის სახელწოდებაა “American” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის 5 ივნისს იხილავს. 66 წლის მუსიკოსს დისკის ჩაწერაში ჯგუფი “Crazy Horse” ეხმარება.
ახალ ნამუშევარში 15 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. მუსიკოსი მათ ქანთრის სტილში შეასრულებს. ცნობილია, რომ ალბომის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ იანგი აშშ-სა და კანადაში საგასტროლო ტურნეს გამართავს. მიმდინარე წლის დასასრულს კი კიდევ ერთი ჩანაწერის მომზადებას შეუდგება.
ნილ იანგის სადებიუტო ალბომი “Neil Young” 1968 წელს გამოიცა. ამის შემდეგ გიტარისტმა კიდევ 34 დისკი ჩაწერა.
ნილ იანგი ბობ დილანთან ერთად ამერიკული როკის ისტორიაში ყველაზე შემოქმედ და ნაყოფიერ მუსიკოსადაა აღიარებული. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში იანგი ძირითადად ფოლკ-როკისა და ქანთრი-როკის ჟანრში მუშაობს., რამდენიმე ალბომი კი ჰარდ-როკის სტილში აქვს გამოცემული.