ბოლო წლების განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრად მეტი ადამიანი ემატება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა.
„ბოლო სამწელიწადნახევრის რეპრესიების მიუხედავად პარტიაში გაერთიანება ძალიან ბევრმა ადამიანმა ისურვა. პარტიის სიის ფორმირების პროცესში დავინახავთ საზოგადოებისთვის ცნობილ, მაგრამ პოლიტიკისთვის ახალ სახეებს, რომელთაც კომპეტენციას ვერავინ დაუწუნებს“, - აღნიშნა ბარამიძემ.
მისივე თქმით, „პარტია შეიძლება ვინმემ დატოვოს, მაგრამ ცალკეული პირების პარტიიდან გასვლა პრობლემას არ უნდა ქმნიდეს“.