მოსკოვში ახალი ამბების სააგენტოს რედაქტორი ბინაში მოკლული იპოვნეს

მოსკოვში ახალი ამბების სააგენტოს რედაქტორი ბინაში მოკლული იპოვნეს

მოსკოვში, სააგენტო „ახალი ამბების ნაციონალური სამსახურის“ რედაქტორი მოკლეს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, 35 წლის ალექსანდრე რუბცოვს, რომელიც მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ის დედამ აღმოაჩინა, რომელიც შვილს სადღესასწაულო დღეებში ეწვია.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დანაშაული ჟურნალისტის საქმიანობას არ უკავშირდება. ბინა გაძარცვულია. გამოძიებას უკვე ჰყავს ეჭვმიტანილი, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.